თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო გოგუაძემ გლდანის მე-6 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად უბინაოდ დარჩენილი მოსახლეობა მოინახულა.
დაზიანებული კორპუსის მოსახლეობა, ადგილობრივი გამგეობის დახმარებით, ქირით მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლებშია გადაყვანილი.
მაჟორიტარი დეპუტატი დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელ პირებობს ადგილზე გაეცნო და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.
დღესვე, ნინო გოგუაძემ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად დაზიანებული შენობის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად შეხვედრას გლდანის გამგეობის წარმომადგენლები და მაჟორიტარის ბიუროს წევრები ესწრებოდნენ.